Saturday, November 27, 2010

2009 წლის 10 აგვისოდან 14 აგვისტოს ჩათვლით  SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის„ 32 აღსაზრდელი მონაწილეობას ღებულობდა საფეხბურთო მარათონში: „ფეხბურთის გულშემატკივართა სკოლების შექმნა. ეს აქცია სპორტის პოპულარიზაციასთან ერთად მიზნად ისახავდა ბავშვებში და მოზარდებში გულშემატკივრობის კულტურის ფორმირებას, ფავორიტი გუნდის მხარდაჭერის სხვადასხვა ცივილიზებული მეთოდების შესწავლას. მარათონის ორგანიზატორი იყო ევროპის საფეხბურთო ასოციაცია (UEFA), ქ.ქუთაისის მერიის სპორტის სამსახური და რამდენიმე უცხოური ორგანიზაცია. მარათონი გაიმართა „კოლხიდას“ სტადიონზე. ინსტრუქტორები ბავშვებს ასწავლიდნენ სხვადასხვა მოძრავ თამაშებს, ესაუბრებოდნენ გულშამტკივრობის კულტურაზე. მარათონის ბოლოს მერიის სპორტის სამსახურმა (ბატონი რამაზ ჩხიკვაძე) თითოეულ მონაწილეს გადასცა დიპლომები საფეხბურთო მარათონში აქტიური მონაწილეობისათვის. ბავშვები დასაჩუქრდნენ კეპებით, მაისურებით, ბურთებით და მოძრაობის ისტორიის ამსახველი კომპაქტ დისკებით.